კიევში, უკრაინის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.
კონსტიტუციის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
პარლამენტის წინ შეკრებისკენ უკრაინის მოსახლეობას ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა.
აქციის მონაწილეები უმაღლეს რადაში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვენ.