სირიაში რუსი ჟურნალისტები დაშავდნენ. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, სამხედრო მანქანა, რომელშიც ენტევესა და ზვეზდას ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, დეირ-ეზ-ზორის ერთ-ერთ რაიონში ნაღმზე აფეთქდა. შედეგად, 4 ჟურნალისტი და 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. დაჭრილები ჰმეიმის რუსულ ავიაბაზაზე გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა.