"მთავრობას ერთ დღეს შეუძლია ამ თანხების მითვისება", - ამის შესახებ ეკონომისტმა , ირაკლი ყიფიანმა დაგროვებითი პენსიის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნის მთავრობებზე უკეთ მოიქცევა.
„ძალიან დიდი რისკია ერთ დღეს გამოვიდეს მთავრობა და ამ თანხების ნაციონალიზაცია მოახდინოს, ისე როგორც მოხდა პოლონეთში და როგორც მოხდა უნგრეთში. მე არ მჯერა იმის, რომ ჩვენი მთავრობა იმაზე უკეთესი მთავრობაა, ვიდრე უნგრეთის და პოლონეთის მთავრობა. ერთ დღეს შეუძლია ამ თანხების მითვისება,“ - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.