ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა ადგილობრივმა ადვოკატმა და უფლებების დამცველმა ჰალედ ალიმ გამოთქვა. ტაჰრირის მოედნის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ოპოზიციას უდგას სათავეში. ალიმ პოპულარობა ქვეყენაში მოქმედი პრეზიდენტის, აბდელ ფატახ ას სისის მკაცრი კრიტიკითაც მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.