ნიუ იორკში „ჰერნსის“ სააუქციონო სახლში ვაჭრობა, სახელწოდებით „მუსიკის ლეგენდები“ გაიმართება. მთავარი ლოტები ლეგენდარული მუსიკოსების გიტარები იქნება. მათ შორისაა ჯიმი ჰენდრიქსის წითელი გიტარა, რომელზეც შემსრულებელმა პირველად 1968 წელს, მაიამის ფესტივალზე დაუკრა. ლოტებს შორისაა აკუსტიკური გიტარა „ გიბსონი“ რომელზეც 2012 წელს მასზე პოლ მაკარტნი უკრავდა. ვაჭრობაზე გამოიტანენ ბრიუს სპრინგსტინის ბას-გიტარასაც. აუქციონზე 120-ზე მეტ გიტარას და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს გაყიდიან.