მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” საქართველოს კინოთეატრებში თებერვალში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწებელი ფილმის რეჟისორზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე კი მარიამ ხაჭვანის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს 16 ნოემბრიდან საბერძნეთის კინოთეატრებში აჩვენებენ.
სვანურ დიალექტზე გადაღებული მხატრული ფილმი “დედე” – წარდგენილია აზიის ოსკარზე(ავსტრალია), კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკო-ს პატრონაჟით გაიცემა.
რამდენიმე დღის წინ კი მარიამ ხაჭვანს ვერცხლის ანგელოზი გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის “დედე”ტოფიფესტის კინოფესტივალზე, პოლონეთში. გალა დაჯილდოებას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა.
იმავე საღამოს “დედეს” გადაეცა მაყურებლის პრიზი – მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საფრანგეთში.