უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველს ზორიან შკირიაკს კიევის სასამართლოსთან მომიტინგეებმა სცემეს. გამოცემა „ობოზრავეტელის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მრჩეველს ურტყამდნენ და ყვიროდნენ: „ბოლოსდაბოლოს შენამდეც მოვაღწიეთ“.
კიევის უმაღლეს სპეციალიზირებულ სასამართლოსთან ადრე გასამართლებული მესაზღვრის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სასამართლო განაჩენთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარს განიხილავს. გამოცემის ცნობით, შკირიაკი სასამართლოში გასამართლებულის მხარდასაჭერად იყო მისული.