დონალდ ტრამპის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა ვაშინგტონ პოსტმა და ეიბისიმ ერთობლივად ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგებით, თეთრი სახლის ლიდერის 9-თვიანი მოღვაწეობით კმაყოფილი რესპოდენტთა მხოლოდ 37 პროცენტია, 59 პროცენტი კი მის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს. გამოკითხულთა 55 პროცენტი თვლის, რომ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.