რუსეთის მოსახლეობის 81 პროცენტი პუტინის მოღვაწეობით კმაყოფილია. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად ფონდმა „საზოგადოებრივმა აზრმა“ ჩაატარა. უნდობლობა კრემლის მოქმედ ლიდერს გამოკითხულთა მხოლოდ 14-მა პროცენტმა გამოუცხადა. მაისში პუტინის რეიტინგი 78 პროცენტს შეადგენდა.