უკრაინა კორუფციის გამო ყოველწლიურად შიდა მთლიანი პროდუქტის 2 პროცენტს კარგავს. ამის შესახებ კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა იოსტა ლიუნგმანმა განაცხადა.
„კორუფცია არამხოლოდ მართლმასჯულების თემაა, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც მკვეთრად ნეგატიურად აისახება. ის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2 პროცენტით ამცირებს, რაც კატასტროფაა. უკრაინის ეკონომიკის აღორძინება და მოსახლეობის კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კორუფციის პრობლემის დაძლევასთან,“-აღნიშნა ლიუნგმანმა.