"ზიანის შემცირების ქსელი" საქართველოს პარლამენტს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისკენ მოუწოდებს. ამ თემას მიეძღვნა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართული პრესკონფერენცია.
როგორც "ზიანის შემცირების ქსელის" დამფუძვნებელმა, ალექსი გელაშვილმა განაცხადა, 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობა პარლამენტში ამინისტიის ინიციატივით შევიდა იმ პირთათვის, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის იხდიან. პარლამენტს კი აღნიშნული ინიციატივა ჯერ არ განუხილავს. "ზიანის შემცირების ქსელი" აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ინიციატივა საკმარისი არ არის ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად.
"ერთჯერადი ღონისძიებები არ არის საკმარისი ნარკოტიკების პრობლემის მოგვარებისათვის. კანონმდებლობის რეფორმირების გარეშე ეს ადამიანები ახლო მომავალში კვლავ სასჯეაღსრულების დაწესებულებებში აღმოჩნდებიან", _ აღნიშნა გელაშვილმა.
"ზიანის შემცირების ქსელი" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს განიხილოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში 58 000 ამომრჩევლის მხარდაჭერით არის შეტანილი.