თბილისის მერი გიგი უგულავა ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ მოჭადრაკეებს შეხვდა. უგულავამ ქალთა გუნდის წევრებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულს ფულადი პრემია - 1 500 ლარი გადასცა.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენელებმა სერბეთის ქალაქ ნოვოსადში გამართულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს და საერთო ჯამში 16 ქულა დააგროვეს.
ქართველმა მოჭადრაკეებმა მთლიანობაში რუსეთის ნაკრების დამარცხება შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.
შეხვედრას გუნდის წევრები და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო.