რუსეთი საქართველოსგან მიმართებში ოკუპანტის ტიპიური ტაქტიკით მოქმედებს.
ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა სოფელ ტირძნისიდან მოზარდების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ოსმა სეპარატისტებმა 4 ქართველი მოზარდი გაიტაცეს.
გაბაშვილის თქმით, მოსკოვი მიზნად ისახავს ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის არსებობის განცდის შექმნას და ყველა ქმედება, გარკვეულწილად, ამ მიზნის აღსრულებას უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, გაბაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე საერთაშორისო პარტიორებთან ერთად დაკავებულების გასათავისუფლებლად მაქსიმუმს გააკეთებს.