საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი 11-კაციანი კომისიიდან 10 წევრის ვინაობა ცნობილია. "ნაციონალურ მოძრაობას" კომისიაში ეყოლება 4 წევრი: ლაშა თორდია, რატი სამყურაშვილი, თემურ წურწუმია და ბეჟან ხურციძე. "ქრისტიან დემოკრატებს" და "ძლიერ საქართველოს" ეყოლებათ ორ-ორი წევრი.
კომისიაში "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლები იქნებიან: ლევან ვეფხვაძე და რატი მაისურაძე ხოლო "ძლიერი საქართველოდან" ნუგზარ ერგემლიძე და რომან მარსაგიშვილი.
ასევე ორი წევრი იქნება ფრაქციის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან და ამ ადგილებს დაიკავებენ კონსტანტინე გამსახურდია და ჯონდი ბაღათურია.
უკვე ცნობილია, რომ კომისიის თავმჯდომარე სწორედ კონსტანტინე გამსახურდია იქნება, ხოლო კომისიის მდივანი კი ჯონდი ბაღათურია.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება ფრაქცია "საქართველოს რეგინების" წარმომადგნელის ვინაობა, თუმცა ფრაქციამ გადაწყვეტილება ხვალინდელ სესიამდე უნდა მიიღოს, ვინაიდან კომისიის შემადგებლობის და თავმჯდომარის დამტკიცება ხვალინელი სესიის დღის წესრიგით არის გათვალისიწნებული.