აზერბაიჯანული "სოკარი" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერეს არ უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დიტრექტორმა მაილ მამედოვმა ექსკლუზიურად განუცხადა, თუ შეთავაზება იქნება "სოკარი" ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.
"საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რაგანაც ჯერჯერობით სათანადო შემოთავაზება არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში თუ ასეთი წინადადება იქნება, ჩვენ ჩვენის მხრიდან ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას დეტალურად განვიხილავთ. რადგანაც მიგვაჩნია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა კომპანია "სოკარისათვის" შეიძლება საინტერესო იყოს"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მაირ მამედოვმა.
იმავდროულად "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "სოკარს" ქართული ბაზარი დივერსიფიცირებული ინტერესები აქვს, რადგანაც საქართველოს ბაზარზე თავისი ინტერესები აქვს.
შეგახსენებთ, რომ "სახელმწიფო საკუთრების შესახებ" კანონპროექტში შესატანი ცვლილებები პარალმენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს. მთავრობაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის აქციათა მინიმუმ 51 პროცენტს დაიტოვებს, ხოლო აქციების ნაწილს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მაგისტრალური გაზსადენის მხოლოდ 10-15 პროცენტი განთავსდება, რომლის გაყიდვასაც მთავრობამ მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ შეძლებს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის აქციათა შეძენით დაინტერესება უკვე გამოხატა ყაზახურმა "ყაზმუნაი გაზმა", რუსულმა "გაზპრომმა", და აზერბაიჯანულმა "სოკარმა".