ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს სავარაუდოდ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ მისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის ინიციატივით უმაღლეს მაგისტრს მივმართე და ვთხოვე დისციპლინარული პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღოს,“-აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდიუსერი ხმაურიან სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც 20-მდე ცნობილმა ქალბატონმა ის სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და როუზ მაკგოუენიც.
სკანდალური ბრალდების გამო ვაინშტეინი საკუთარი რიგებიდან ჯერ ბრიტანეთის კინო და ტელე აკადემიამ გარიცხა, მოგვიანებით კი ანალოგიური გადაწყვეტილება ამერიკის კინოაკადემიამაც მიიღო. პროდუსერი გარიცხეს ვაინშტეინ კომპანიდანაც, რომელიც ძმებ ბობ და ჰარვი ვაინშტეინების მიერ არის დაარსებული. ვაინშტეინს კონტრაქტი შეუწყვიტა ვალტ დისნეიმაც.
გამოძიება პროდიუსერის წინააღმდეგ ლონდონისა და ნიუ იორკის პოლიციამ დაიწყო.