ირანთან მიმართებაში ტრამპის სტრატეგია არასწორია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მას სურს ირანისთვის სანქციების გამკაცრება, რაც ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ კორეის გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს, რომ სანქციების და დიალოგის შეწყვეტის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო,“-აღნიშნა მაკრონმა.