რუსმა მხატვარმა პიოტრ პავლენსკიმ საფრანგეთში, პარიზში ბანკი დაწვა, ამის შესახებ Usa today წერს.
პიოტრ პავლენსკის ფოტო ალმოდებული ბანკის ფონზე ფოტოგრაფმა კაპუჩინ ჰენრიმ twitter-ზე გამოაქვეყნა. ბანკის დაწვის კადრი ფოტოგრაფმა თავად გადაიღო.
ადგილობრივი აქტივისტის, სარა კონსტანტის განცხადებით, რუსი მხატვრის ქმედება მსოფლიოში რევოლუციური ცეცხლის გაღვივების სიმბოლიზება იყო.
„საფრანგეთში რევოლუციის აღორძინება მსოფლიოში დაანთებს რევოლუციურ ცეცხლს“,- წერს ის ტიტერზე სარა კონსტანტი.
პიოტრ პავლენსკიმ რუსეთი წელს დატოვა.
ამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი სამართლებრივი დევნა დაასახელა. საფრანგეთმა გაზაფხულზე მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.