სკანდალურ ინტერნეტ-საიტ ვიკილიქსს ჰილარი კლინტონმა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ფილიალი უწოდა. ვრცელი ინტერვიუ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ტელეკომპანია ეი-ბი-სის მისცა.
„სამწუხაროდ, ვიკილიქსი რუსული სპეცსამსახურების ფილიალად იქცა და მთლიანად რუსული დაზვერვის სამსახურს ემორჩილება. საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი კი ნიჰილისტი ოპორტუნისტია, რომელიც ფსონს დიქტატორ პუტინზე დებს“-აღნიშნა კლინტონმა.