ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მაიამიში. 8 წლის გოგონა საკრუიზო ლაინერის ზედა სართულიდან გადავარდა. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილი ბავშვის ვინაობა არ ხმაურდება. მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო.