ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ვიეტნამს თავს ქარიშხალი დაატყდა. ტაიფუნმა ხანუნმა ყველაზე მეტად ტან ჰოას პროვინცია დააზარალა. მანამდე ვიეტნამში მდინარეების ადიდების შედეგად ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 72 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.