საქართველოს განათლების სამინისტრო გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან გატაცებული 4 მოზარდის ვინაობას ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ განუცხადა,
გატაცებულები არიან გიორგი რომელაშვილი, ლევან ხნიადაშვილი, ზვიად ცაბაძე და ვიქტორ ბუჩუკური.
"გატაცებულებს შორის ორი ტირძნისის სკოლის მე-9 კლასელი, ერთი მე-10 კლასელი, მეოთხე ბავშვი კი მე-12 კლასელია. ვიცით, რომ ისინი მარიონეტული რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ბავშვები ტყვეობიდან გამოიხსნას, მაგრამ მე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოვუწოდებ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ბავშვები უვნებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და გააგრძელონ სასწავლო პროცესი", - განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, საუბარი "ბავშვების ბედზეა", რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დიპლომატიურ მისიას ოპერატიული ქმედებების განხორციელებას ავალდებულებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის მარიონეტული წარმომადგენლებმა 4 მოზარდი დააკავეს.
ამ წუთებში ისინი ცხინვალის ე.წ. საგამოძოებო ორგანი იმყოფებიან. წინასწარი ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმი მათ ტერიტორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.