ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი ფილიპინებს სტუმრობს. მალაკანანის სასახლეში მას ქვეყნის პრეზიდენტმა უმასპინძლა. შეხვედრის ამსახველი კადრები ფილიპინების სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. შეხვედრაზე როდრიგო დუტერტემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზე ისაუბრა და კარატეს გაკვეთილებიც გაიხსენა. როგორც დუტერტეს ადმინისტრაცია იტყობინება, სიგალი ახალი ფილმის გადაღებას ფილიპინებში აპირებს. მძაფრსიუჟეტიან სურათს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაიღებენ.