კალიფორნიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 31 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები ხანძრის 22 კერას ებრძვიან. ცეცხლი რამდენიმე ათას ჰექტარზეა მოდებული. დამწვარია 3500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ტყის ხანძრის გამო უკვე მეხუთე დღეა, შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.