აშშ-ის ხელისუფლება უახლოეს ხანებში იუნესკოს დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ეს ჯერჯერობოთ არაოფიციალურია, მაგრამ სიმართლეა“, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.
ჟურნალ Foreign Polic-ის ინფორმაციით, იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სახსრების დაზოგვისა და ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო მიიღო.
გასული წლის დეკემბერში მედია წერდა, რომ აშშ-ის კონგრესი განიხილავს გაეროდან და იუნესკოდან გასვლის შესაძლებლობას, რადგან უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს სთხოვდა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე განსახლების შესახებ საქმიანობა შეეწყვიტა.
2011 წელს აშშ-მა იუნესკოს დაფინანსებაზე უარი თქვა, რადგან პალესტინა ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ამერიკას მიბაძა ისრაელმაც. შედეგად ორგანიზაცია დაფინანსების 22 პროცენტს დაემშვიდობა.