ბოლონიაში რომის პაპის სტუმრობისას გამართული საქველმოქმედო სადილის დროს, ორი პატიმარი ციხიდან გაიქცა. ამის შესახებ იტალიური პრესა წერს.
სადილზე ათასზე მეტი ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის, სოციალურად შეჭირვებულები, უსახლკაროები, მიგრანტები და მსჯავრდებულები.
ტრაპეზის დასრულების შემდეგ, ზედამხედველებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ნეაპოლელი რეციდივისტი გაქცეული იყო.