პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მოძრაობა „ფატჰთან“ შეთანხმებას მიაღწია. დაჯგუფების წარმომადგენლის, აბუ ზუჰრის თქმით, შეთანხმების დეტალები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. 17 სექტემბერს „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნების ჩატარებასა და ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებისთვის მზადაა. დაჯგუფება არც ღაზის სექტორის ადმინისტრაციული კომიტეტის დათხოვნას გამორიცხავს, რომელსაც დღემდე აკონტროლებს.