ხვალ, 14 ივლისს სოხუმში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ჩადის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პიტერ სემნები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს და ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას შეხვდება.
"განვიხილავთ კონფლიქტების დარეგულირებას და ევროკავშირის როლს პროცესში. იმედი მაქვს აფხაზეთში საინტერესო შეხვედრები იქნება, მათ შორის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან", _ განაცხადა პიტერ სემნებმა.