იტალიაში, კალაბრიის პატარა ქალაქში, დააკავეს 80 წლის დომენიკო ოპედისანო, რომელიც სამართალდამაცვების განცხადებით, მთავარი კალაბრიული, კრიმინალური, ოჯახის ხელმძღვანელი იყო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება,
იტალიელი სამართალდამაცავების განცხადებით, კალაბრილული მაფიის "ნდრანგეტას" "ბოსთან" ერთად, დააკავეს ლომბარდიის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც, რომელიც მილანში აიყვანეს. მასთან ერთად, პოლიციელებმა ლომბარდიაში სულ 160 კრიმინალი აიყვანეს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, იტალიელმა სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 300-დე კრიმინალი დააპატიმრეს, რომლებსაც ბრალად მკვლელობები, ფულის გათეთრება და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა ედებათ. გავრცელებული ინფორმაციით, დომენიკო ოპედისანოს დაკავებულებთან კავშირი ჰქონდა და მათ ხელმძღვანელად ითვლებოდა.