პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებს `დეპუტატები არც კი კითხულობენ~ და მისთვის გაუგებარია, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს, ომბუდსმენი პარლამენტს ანგარიშს ერთხელ წარუდგენს თუ ორჯერ.
ამის შესახებ განცხადება არსენიშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, კანონპროექტის ,,სახალხო დამცველის შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია, ომბუდსმენის მოხსენების პარლამენტში მოსმენის რაოდენობის შემცირებას აპროტესტებს და მას არადემოკრატიულ გადაწყვეტილებად აფასებს.
არსენიშვილის თქმით, პირველ რიგში პარლამენტი ცდილობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი გააძლიეროს. საკანონმდებლო ცვლილებით, არსენიშვილის თქმით, ყალიბდება რწმუნებულთა ძლიერი ინსტიტუტი; სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ ნებისმიერ სიტუაციაში; იოლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა და ზოგადად სახალხო დამცველი აღჭურვილია ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტით.
"ჩვენს ძვირფას ,,ამიგოებს~ მივმართავ, რომ შინაარსით ასეთი მდიდარი კანონპროექტი არ უნდა ფასდებოდეს პარლამენტში გამოსვლის რაოდენობით. რომელმა ერთმა წაიკითხა ყოფილი სახალხო დამცველის 1126 გვერდიანი მოხსენება ან ის მოხსენება, რომელიც ახლა არის შემოსული? პარლამენტში კი სახალხო დამცველს რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ მოვა შესაბამის კომიტეტში აზრის გამოსახატად~, - განასხადა არსენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას სხდომათა დარბაზში მხოლოდ 12 დეპუტატი იმყოფებოდა.