ბრაზილიის პოლიციამ კოკაინით ვაჭრობაში ეჭმიტანილი 60 პირი დააკავა. კიდევ 140 ადამიანი იძებნება. პოლიციის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სანტა კატარინას შტატიდან ნარკოტიკულ საშუალებებს ევროპის მიმართულებით გზავნიდნენ. ბოლოდროინდელი ოპერაციების ფარგლებში ბრაზილიაში, ბელგიაში, საფრანეგთსა და ესპანეთში 8 ტონამდე კოკაინი ამოიღეს.