ბრუნეიში მონარქის გამეფების 50-ე წლისთავს აღნიშნავენ. საზეიმო ცერემონიალი ქვეყნის დედაქალაქ ბანდარ სერი ბაგავანში გაიმართა და მასში მონაწილეობა 71 წლის სულთანმა ჰასანალ ბოლკიამ და მისი ოჯახის წევრებმა მიიღეს. ოქროს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს 80 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.