კომპანია დავს სკანდალური სარეკლამო კლიპის გამო ბოდიშის მოხდა მოუხდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს. საქმე ეღება შხაპის გელის რეკლამას. ვიდეორგოლში ფერადკანიანი გოგონა მაისურს იხდის და თეთრკანიანად იქცევა. რეკლამა სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელმა გააკრიტიკა, რის გამოც დავის ხელმძღვანელობამ ვიდეორგოლი ინტერნეტიდან საერთოდ ამოიღო.