თურქეთი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიევში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვცნობთ ყირიმის ანექსიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.