უნგრეთი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვს. ამის მიზეზად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული განათლების ახალი კანონი დაასახელა. უნგრეთის პირველი დიპლომატის თქმით, განათლების ახალი კანონი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს არღვევს, რადგანაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უკარგავს. სიიარტოს განცხადებით, ეს უკრაინაში მცხოვრები უნგრელების და სხვა ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობას ართულებს.