არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, ერთი მხრივ საკუთარი ძალის დემონსტრირება, მეორე მხრივ იმ კონსტიტუციის მიღება, რომელიც მორგებულია მათ ამოცანებზე და მათ საარჩევნო დღის წესრიგზე.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს მოტივირებულ შენიშვნებს, რადგან დღეს მათი ამოცანა არის ერთი მხრივ საკუთარი ძალის დემონსტრირება, მეორე მხრივ იმ კონსტიტუციის მიღება, რომელიც მორგებულია მათ ამოცანებზე და მათ საარჩევნო დღის წესრიგზე.
ამიტომ, სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი რომ ისინი გაიზიარებენ ვეტოს, სხვანაირად რომ მოხდარიყო, ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ექვს პუნქტს ვეტო დაადო.