„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს - მდინარაძე, ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზედენტმა ვეტოს შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც წინასწარვე ნამდვილად იცოდა, რომ ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" თანხმობას ვერ განაცხადება.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, ვენეციის კომისიამ და აღიარა ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა, ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ "ქართული ოცნება" ვეტოს გადალახავს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი იმსჯელებენ ვეტოს დაძლევაზე და ქვეყანას ექნება ძალიან პროგრესული, წარმატებული კონსტიტუცია, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ექვს პუნქტს ვეტო დაადო.