ბარსელონაში კატალონიის რეგიონული მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებს გამნაღმველები ამოწმებენ. პირველ რიგში, ბარსელონაში ე.წ. ჟენერალიტეტის სასახლე შემოწმდა.
მადრიდი ვარაუდობს, რომ კატალონიის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლობას 10 ოქტომბერს გამოაცხადებს, როცა ასამბლეის წინაშე მთავრობის ლიდერი წარდგება სიტყვით. ამის გამო ბარსელონაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.