რუმინეთის პრეზიდენტის აზრით, ნატო-მ რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც დიალოგთან ერთად თავდაცვის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. საგანგებო განცხადება კლაუს იოჰანისმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.
„ჩვენი მიზანია მშვიდობა და არა ომი. ნატო-ს არ სურს კონფრონტაცია და რუსეთთან ომი. ალიანსი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ვფიქრობ, რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგიაა საჭირო, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსკოვთან დიალოგზე, თუმცა ამავდროულად, თავდაცვის გაძლიერება იქნება საჭირო,“-აღნიშნა რუმინეთის ლიდერმა.