ბრიუსელში ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები ევროპარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს შორის ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ანტონიო ლოპესიც იყო. მომიტინგეებმა მადრიდს მხარდაჭერა გამოუცხადეს, კატალონიის ლიდერებს კი ესპანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს.