ბანგლადეშში გადასვლის მცდელობას 40-მდე მუსლიმი ლტოლვილი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 12 ბავშვია. მათი ცხედრები სამართალდამცველებმა მდინარე ნაფიში იპოვნეს. რაკჰაინის რაიონში ვითარება 25 აგვისტოს დაიძაბა. ადგილობრივ მუსლიმ როჰინჯებსა და მიანმარის სახელისუფლო ძალებს შორის შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი კი ლტოლვილად იქცა.