ბარსელონაში დემონსტრაცია იმ მოქალაქეებმა გამართეს, რომლებიც ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის წინააღმდეგნი არიან. დემონსტრაციაში 350 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კატალონიის მოსახლოების უმრავლესობა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე აქტივისტები რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დიალოგის დაუყოვნებელ დაწყებას მოითხოვენ.