ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა საბჭოს მეთაური აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი თეირანს სანქციებს ისევ დაუწესებს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები შესაძლოა ირანის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მოჰამად ალი ჯაფარიმ ეს განცხადება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა შესაძლოა 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების სტატუსის მოხსნაზე ოფიციალურად განაცხადოს.