"რუსეთმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პრინციპული პოზიციით ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, როგორიცაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება.
"უნდა მოხდეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდაცია, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, რადგან მთელმა მსოფლიომ იცხოვროს წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, სადაც საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისთვის, რუმინეთის დედაქალაქში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესია გრძელდება. შეხვედრას 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება.