ბრაზილიის პოლიციამ იტალიელი მემარცხენე-რადიკალური დაჯგუფების წევრი ჩეზარე ბატისტი დააკავა, რომელიც სამშობლოში ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ბატისტი ბრაზილია-ბოლივიის საზღვარზე დააპატიმრეს. ეჭვმიტანილმა ბოლივიაში გადასვლა მას შემდეგ სცადა, რაც იტალიამ ბრაზილიას მისი ექსტრადიციის თხოვნით მიმართა. დანაშაული ჩეზრე ბატისტიმ 1970-იან წლებში ჩაიდინა, როდესაც ე.წ. კომუნისტური დაჯგუფების წევრი იყო. 1981 წელს ის ციხიდან გაიქცა და ბრაზილიაში ჩასვლამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.