კურიოზული ინციდენტი მოხდა ვნუკოვოს აეროპორტში. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საუდის არაბეთის მეფეს ტრაპ-ესკალატორმა უმტყუვნა. თვითმფრინავიდან გადმოსულ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდის ესკალატორი შუა გზაზე გაუჩერდა, რის გამოც იძულებული გახდა კიბეებზე ფეხით ჩასულიყო.