ლას ვეგასელი თავდამსხმელის, სტივენ პედოკის მეგობარმა ქალმა მისი გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მერილუ დენლის ადვოკატმა განაცხადა. მისივე თქმით, მერილუ დენლიმ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
62 წლის ფილიპინელი ქალბატონი ლოს-ანჯელესში მანილადან სპეციალური რეისით ჩაფრინდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. დანაშაულში მისი მონაწილეობის ნიშნები არ იკვეთება.
64 წლის პედოკმა ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 59 ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.