სომხეთის პარლამენტმა გაერთიანებული რუსულ-სომხური სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის მიღებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 7-მა დეპუტატმა მისცა. შეთანხმებას მოსკოვმა და ერევანმა გასული წლის 30 ნოემბერს მიაღწიეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დოკუმენტის რატიფიცირება 14 ივლისს მოახდინა. გაერთიანებული სამხედრო ფორმირება სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დაექვემდებარება.