აზერბაიჯანის პრეზიდენტი მალე გადაწყვეტს, შეხვდეს თუ არა სომეხ კოლეგას. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ შეხვედრა შედგება, განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის საკითხი იქნება.
ალიევმა საერთაშორისო საზოგადოებისგან სომხეთისთვის სანქციების დაწესებაც მოითხოვა. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, სანქციები რომ მოქმედებდეს, კონფლიქტი დიდი ხნის მოგვარებული იქნებოდა.