ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე კატალონიის ეროვნული ასამბლეის წევრებთან მოლაპარაკებები არ გაიმართება. პრემიერ რაჰოის განცხადება ესპანეთის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„მადრიდს ბარსელონას შანტაჟის არ ეშინია“ - ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე ესპანეთის მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერ ვარიანტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
პარალელურად, კატალონიის რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტმა. ევროპელმა დეპუტატებმა მხარეებს კონფლიქტის ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.